კულინარია - სასარგებლო რჩევები
ფენოვან ცომს აღარ ვყიდულობ. ახლა მას ბებიას რეცეპტით მხოლოდ 15 წუთში ვამზადებ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23703">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
ფენოვან ცომს აღარ ვყიდულობ. ახლა მას ბებიას რეცეპტით მხოლოდ 15 წუთში ვამზადებ
<time class="op-published" datetime="Wed, 25 Oct 2023 16:01:11 +0300">Wed, 25 Oct 2023 16:01:11 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 25 Oct 2023 16:01:11 +0300">Wed, 25 Oct 2023 16:01:11 +0300</time>
admin
ადრე ფენოვან ცომს ყოველთვის ვყიდულობდი, რადგან მისი მომზადება არ ვიცოდი და დროც არ მქონდა. ყველაფერი იმ დროიდან შეიცვალა, როცა მეუღლის ბებია გვესტუმრა. მან ფენოვანი ცომის სწრაფად და მარტივად მომზადების საიდუმლო მეთოდი გამიმხილა. მას შემდეგ ფენოვან ცომს თავად მხოლოდ 15 წუთში ვამზადებ. მარაგსაც ვაკეთებ: საჭიროების შემთხვევაში მაცივარში ვყინავ და როცა მჭირდება ვალღობ. ძალიან მოსახერხებელია, გირჩევთ! ფენოვანი ცომის მომზადება სახლის პირობებში რჩევები გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფენოვანი ცომი სწრაფად სახლის პირობებში. ინგრედიენტები: 500 გრ ფქვილი 400 გრ კარაქი 1 კვერცხი 0,5 ჩ/კ მარილი 1 ს/კ ძმარი (5%) 250 მლ წყალი მომზადება: 1. ფენოვანი ცომის მოსამზადებლად ინგრედიენტები ცივი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მომზადებამდე ფქვილი, კვერცხი და წყალი მაცივარში შედგით. ხოლო კარაქი (შეგიძლიათ მარგარინით ჩაანაცვლოთ) რამდენიმე საათით საყინულეში შედგით. 2. ფქვილის ნაწილი მაგიდაზე მოაყარეთ. კარაქი ან მარგარინი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თავად სახეხი და კარაქი ფქვილში უნდა ამოავლოთ. 3. კარაქს დარჩენილი ფქვილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. 4. საზომ ჭიქაში კვერცხი, მარილი და ძმარი აურიეთ. კარგად აურიეთ და ნარევს წყალი დაუმატეთ. 5. კვერცხის მასა კარაქი-ფქვილის მასას აურიეთ. სჯობს ეტაპობრივად, მცირე პორციებით შეასრულოთ. 6. ცომი არ ამოიყვანოთ, არამედ უბრალოდ ერთად შეკარით. ცომი მცირე ზომის ნაწილებად დაყავით, საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში მინიმუმ 2 საათით გააჩერეთ. 7. მაცივარში ფენოვანი ცომი შეგიძლიათ 2-3 დღე შეინახოთ. საკმარისია საკვებ ცელოფანში შეახვიოთ და შუა თაროზე მოათავსოთ. საყინულეში ცომი შეგიძლიათ ნახევარი წელი შეინახოთ. გალღობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში გამოიყენეთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.
</body>
</html>
უნიკალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი ვიპოვე, აი ისიც!
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23632">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
უნიკალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი ვიპოვე, აი ისიც!
<time class="op-published" datetime="Sat, 26 Aug 2023 13:40:51 +0300">Sat, 26 Aug 2023 13:40:51 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sat, 26 Aug 2023 13:40:51 +0300">Sat, 26 Aug 2023 13:40:51 +0300</time>
admin
გახსოვთ ის ტკბილი ფუნთუშები, რომელთაც სკოლის ან უნივერსიტეტის დახლებზე ვყიდულობდით და რომელთაც ხშირად ჩვენი ბებიები აცხობდნენ? ის დაუვიწყარი გრძნობა კვლავ რომ განიცადოთ, ჩვენ ბედნიერები დღეების ორიგინალური რეცეპტი აღვადგინეთ. თქვენ დაგჭირდებათ: 600 გრ ფქვილი 1 პაკეტი მშრალი საფუარი 250 მლ რძე 4 კვერცხის გული 100 გრ შაქარი 1 პაკეტი ვანილი მწიკვი მარილი მოსართავად: 1 კვერცხის გული 2 ს/კ რძე რა გავაკეთოთ? თბილ რძეში საფუარი გახსენით, 1-2 ს/კ შაქარი და 1-2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თბილ ადგილას 15 წუთით გააჩერეთ. ფქვილი მოაყარეთ. ცომი მოზილეთ, ცომი რბილი უნდა იყოს და ხელებზე არ ეკვროდეს. თასს კარაქი წაუსვით და მზა ცომი იქ ჩადეთ. ცომის თასი თბილ ადგილას დადგით და ოდნავ ამოსვლა აცადეთ. როცა ცომი მზად იქნება, მცირე ზომის ნაწილებად დაყავით და ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. საცხობი ფორმა ფუნთუშებით თბილ ადგილას დადგით. კიდევ ოდნავ უნდა ამოვიდეს. კვერცხის გულის და რძის ნარევი ზემოდან წაუსვით. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ (თუმცა ყველაფერი თქვენს ღუმელზე არის დამოკიდებული, ასე რომ პროცედურას თვალი ადევნეთ). ახლა კი ისიამოვნეთ! გემრიელად მიირთვით!
</body>
</html>
ბერძენი ბებიები ასეთ ბადრიჯანს ბაზარში ყიდდნენ, როცა პატარა ვიყავი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23627">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
ბერძენი ბებიები ასეთ ბადრიჯანს ბაზარში ყიდდნენ, როცა პატარა ვიყავი
<time class="op-published" datetime="Thu, 13 Oct 2022 11:09:26 +0300">Thu, 13 Oct 2022 11:09:26 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 13 Oct 2022 11:09:26 +0300">Thu, 13 Oct 2022 11:09:26 +0300</time>
admin
როგორც იქნა ვიპოვე რეცეპტი, რომელმაც ბადრიჯანი ნამდვილად შემაყვარა. ეს მანზანია, ფარშირებული ბადრიჯანი პიკანტური შიგთავსით. კერძი მარტივად მზადდება და წუთებში იჭმება. თუ უჩვეულო წასახემსებლით ოჯახის წევრების ან სტუმრების გაოცება გსურთ, ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ! ბადრიჯანი ბერძნულად – რეცეპტი იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე დედას გავუზიარე. აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ დიდი ხანია იცოდა. „როცა პატარა ვიყავი, ბაზარში ბერძენი ბებიები ასეთს ცალობით ყიდდნენ. ვფიქრობ, რომ  პონტური სამზარეულოდანაა. დაუვიწყარი გემო აქვს!“ – გაიხსენა მან. შესანიშნავი საბაბია მანზანის მოსამზადებლად! ერთდროულად ბევრს მოვამზადებთ, ამიტომ ინგრედიენტების რაოდენობა წინასწარ გამოთვალეთ. ამ კერძში ზამთრის ნამზადიც იგულისხმება. ყველა ქილის მოხუფვა აუცილებელი არაა, რაღაც ნაწილი მაშინვე შეგიძლიათ შეჭამოთ. თითებს ჩაიკვნეტთ! ინგრედიენტები: 2,5 კგ ბადრიჯანი 1 კგ სტაფილო 240 გ ნიორი 500 გ ხახვი 350 გ პომიდორი 1 კონა ოხრახუში 100 მლ მცენარეული ზეთი 2 ს/კ მარილი 2 ს/კ შაქარი 1 ჩ/კ ძმარი 2 ლ წყალი მომზადების წესი: თითოეული ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. ბოსტნეულის გარეცხვა საჭირო არაა. ყველა ნაყოფი შუაზე გაჭერით. ბადრიჯანი 5-10 წუთით დარბილებამდე ხარშეთ. რაც უფრო დიდია ნაყოფი, მით უფრო დიდხანს მოხარშეთ. საშუალო ზომის ბადრიჯანი შეარჩიეთ. ბადრიჯანი ცივ წყალში გააგრილეთ. ახლა მაგიდაზე ან ფორმაზე გადმოიტანეთ, ზემოდან რაღაც ბრტყელი და მძიმე დაადეთ. ეს საჭიროა, რომ ბოსტნეულიდან ზედმეტი სითხე გამოწუროთ. სანამ ბოსტნეული პრესის ქვეშაა, შიგთავსის მომზადება დაიწყეთ. სტაფილო გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ცხელ ღრმა ტაფაზე მცენარეული ზეთში შეწვით. ბოსტნეულ ძლიერ ცეცხლზე 5 წუთით მოთუშეთ. მორევა არ დაგავიწყდეთ, რომ არ დაიწვეს. ხახვი და პომიდორი დააქუცმაცეთ, სტაფილოს დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით მოთუშეთ. ნიორი და მწვანილი დააქუცმაცეთ, ტაფას დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. მარილის და სხვა სანელებლების დამატება საჭირო არაა. თითოეული ბადრიჯანი შიგთავსით მჭიდროდ გაავსეთ. დიდ ქვაბში მოათავსეთ და ბოსტნეული ჩატუმბეთ. მარილწყალი მოამზადეთ. წყალი აადუღეთ, მარილი და შაქარი, ასევე ძმარი დაუმატეთ. შიგთავსიან ბადრიჯანს მარილწყალი დაასხით ისე, რომ წყლიდან ოდნავ ჩანდეს. ბოსტნეულს თეფში დაადეთ და ზემოდან სიმძიმე დაადეთ. ასე 3-7 დღე დაამარინადეთ. ქილები გაასტერილეთ, ბადრიჯანი ჩააწყვეთ და ქილები პოლიეთილენის თავსახურებით მოხუფეთ. წასახემსებელი უკვე სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით! ბადრიჯანი ბერძნულად: რედაქციის რჩევა – ბადრიჯნის შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სტაფილოს წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. გემრიელი და არომატული გამოვა. თუ გსურთ, სანელებლებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მანზანების კონსერვი კარგი იდეაა, თუ ბადრიჯანი გიყვართ და ცივ სეზონზე მისი მირთმევა გსურთ. ბადრიჯანი შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც.
</body>
</html>
დროა. სექტემბრის რომელ დღეებში დავამწნილოთ კომბოსტო, რომ ხრაშუნა იყოს
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23625">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
დროა. სექტემბრის რომელ დღეებში დავამწნილოთ კომბოსტო, რომ ხრაშუნა იყოს
<time class="op-published" datetime="Thu, 13 Oct 2022 11:03:54 +0300">Thu, 13 Oct 2022 11:03:54 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 13 Oct 2022 11:03:54 +0300">Thu, 13 Oct 2022 11:03:54 +0300</time>
admin
მჟავე კომბოსტო ჩვენს სუფრაზე ყოველთვის სასურველი კერძია. თან როგორი სასარგებლო და გემრიელია! სამწუხაროდ, ზოგჯერ დამწნილების პროცესი ირღვევა და სულ სხვა გემოს ვიღებთ. შევნიშნე, რომ ამ ბოსტნეულის დუღილზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, დღის სინათლე და ამინდი. ბევრი დიასახლისი მთვარის ფაზებსაც აკვირდება. რჩევები გიამბობთ, როდის სჯობს კომბოსტოს დამწნილება სექტემბერში. ასევე ამ შესანიშნავი კერძის გამოცდილ რეცეპტს გიზიარებთ. ვირჩევთ სექტემბრის დღეებს კომბოსტოს დასამწნილებლად – ხალხი, რომელთაც ხალხური ნიშნების სჯერათ, თვლის, რომ ფერმენტაციისთვის საუკეთესო დრო მთვარის მზარდი ფაზაა. ამ თვეში ასეთი დღეები უკვე იყო, 6-დან 9 სექტემბრის ჩათვლით. სექტემბრის ბოლოს მთვარე ისევ იზრდება, 27-დან 30-მდე. კომბოსტოს დასამწნილებლად შესაფერისი დღე ამინდის მიხედვითაც შეგიძლიათ შეარჩიოთ. იდეალურია, როცა ოთახში 20° C–ია და გარეთ შედარებით თბილა. უფრო მაღალ ტემპერატურაზე მავნე მიკროორგანიზმები შეიძლება განვითარდეს. სწორედ ამიტომ, თუ ოთახში ძალიან ცხელა, კომბოსტოს ჭურჭელი აივანთან ახლოს გაიტანეთ. როგორ ავარჩიოთ კომბოსტო: 6 პრაქტიკული რჩევა – საბოლოო შედეგი თავად ბოსტნეულზეც დამოკიდებულია. კომბოსტო სწორად რომ შეარჩიოთ, გაითვალისწინეთ: მხოლოდ გვიანი ჯიშის კომბოსტო გამოიყენეთ, რომლის გაყიდვა სექტემბერში იწყება. ფურცლები მყარი და წვნიანი უნდა იყოს. ხვიტი თეთრი და პატარა. დარტყმისას ყრუ ხმას უნდა გამოცემდეს. თავის წონა 1 კგ და მეტი უნდა იყოს. ითვლება, რომ კომბოსტო უმჯობესია პირველი მსუბუქი მოყინვის შემდეგ შეიძინოთ. მჟავე კომბოსტოს გამოცდილი რეცეპტი ინგრედიენტები: 2 კგ თეთრი კომბოსტო 2 ჩ/კ შაქარი 4 ჩ/კ მარილი (ცოტა მეტი გემოვნებით დაუმატეთ) 2 სტაფილო (საშუალო) შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი გემოვნებით მომზადების წესი: სანამ კომბოსტოს დაამწნილებთ, ზედა ფურცლები მოაშორეთ და თავი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. დაჭერით. სტაფილო საშუალო სახეხზე გახეხეთ. მიღებული კომბოსტო და სტაფილო სამ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი კომბოსტო და სტაფილო აურიეთ. მარილი და შაქარი მოაყარეთ. მარილი იმდენი დაუმატეთ, რომ ბოსტნეულს სალათის გემო ჰქონდეს. ხელით აურიეთ და კარგად დასრისეთ, რომ წვენი გამოვიდეს. მინის ქილებში ან მინანქრის ჭურჭელში ჩააწყვეთ და კარგად ჩატუმბეთ. ზემოდან წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაადეთ. წინა ეტაპი გაიმეორეთ: სტაფილო, კომბოსტო, შაქარი და მარილი აურიეთ. ხელით კარგად დასრისეთ, რომ წვენი გამოვიდეს და ქილაში მეორე ფენად ჩააწყვეთ. შემდეგ ზემოდან ისევე წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაადეთ. იგივე მესამედ გააკეთეთ, ოღონდ წიწაკის და დაფნის ფოთოლის გარეშე. ქილას დააფარეთ ისე, რომ ჰაერი არ მოხვდეს. კომბოსტო თბილ ადგილას დადგით. ყოველდღე გრძელი დანით დაჩხვლიტეთ. ზუსტად 3 დღის შემდეგ კერძი მზად იქნება. მჟავე კომბოსტოს რეცეპტი დროში გამოცდილია. ფერმენტაციის პირობების დაცვით ბოსტნეული გაჯერებული, გემრიელი და ხრაშუნა გამოვა.
</body>
</html>
ფენოვანი ხრაშუნა დესერტი, ჯემის გულსართით - საუკეთესოა ჩაისთან მისატანებლად.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23619">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
ფენოვანი ხრაშუნა დესერტი, ჯემის გულსართით - საუკეთესოა ჩაისთან მისატანებლად.
<time class="op-published" datetime="Thu, 24 Mar 2022 19:32:00 +0300">Thu, 24 Mar 2022 19:32:00 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 24 Mar 2022 19:32:00 +0300">Thu, 24 Mar 2022 19:32:00 +0300</time>
admin
ფენოვანი ცომით უგემრიელესი ხრაშუნა დესერტის გამოცხობაა შესაძლებელი. მთავარია ფანტაზია ჩართოთ და საღამოს მეგობრებს ჩაისთან, უგემრიელესი დესერტით გაუმასპინძლდებით. საჭირო მასალა: ფენოვანი ცომი- 500გ შაქარი- 100გ დარიჩინი- 1ჩ.კ ვაშლი- 400გ კვერცხი- 1ცალი მუსკატის კაკალი- 0,25 ჩ.კ მომზადების წესი: ვაშლი და 40 გ შაქარი დააბლენდერეთ მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი და მოათავზეთ მასზე ფენოვანი ცომი. წაუსვით ზემოდან ვაშლის პიურე ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა ცომი და დაჭერით როგორც ფოტოზეა ნაჩვენები შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფორმაზე ფენოვან ჩხირებს ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხი 60 გ შაქარი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი აურიეთ ერთმანეთში და ზემოდან მოაყარეთ ფენოვან ჩხირებს. შემდეგ კი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15- 20 წუთით. გემრიელად მიირთვით
</body>
</html>
არომატული და გემრიელი ალუბლის კისელის მომზადების ტექნოლოგია
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23609">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
არომატული და გემრიელი ალუბლის კისელის მომზადების ტექნოლოგია
<time class="op-published" datetime="Wed, 13 Oct 2021 19:36:15 +0300">Wed, 13 Oct 2021 19:36:15 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 13 Oct 2021 19:36:15 +0300">Wed, 13 Oct 2021 19:36:15 +0300</time>
admin
</body>
</html>
როგორ მოვამზადოთ რასსოლნიკი მჟავე კიტრისა და ქერის გარეშე, რომ დამატება ყველამ მოითხოვოს.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23577">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
როგორ მოვამზადოთ რასსოლნიკი მჟავე კიტრისა და ქერის გარეშე, რომ დამატება ყველამ მოითხოვოს.
<time class="op-published" datetime="Mon, 15 Mar 2021 10:53:20 +0300">Mon, 15 Mar 2021 10:53:20 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 15 Mar 2021 10:53:20 +0300">Mon, 15 Mar 2021 10:53:20 +0300</time>
admin
რასსოლნიკი - ძალიან ძველი რეცეპტია. მის საფუძველს მჟავე კიტრი და კიტრის მარნადი წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კერძია მ ორ ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. კერძის სხვა ინგრედიენტები კი შეგიძიათ თქვენი გემოვნებისამებრ შეარჩიოთ. ქერიც ნებიმსიერი ბურღულეულით შეგიძიათ ჩაანაცვლოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები რომლებიც მჟავე კიტრს უბრალოდ ვერ იტანენ. ამიტომ ისეთ რეცეტებს ეძებენ სადაც ეს ინგრედიენტები არ არის და წარმოიდგინეთ, რომ გამოსდით კიდეც ეს. დღეს პაპარაცის რედაქცია ისეთ რეცეპტს გთავაზობთ, სადაც მჟავე კიტრის მჟავე კომბოსტოთი ჩანაცვლება შეგიძიათ. თუმცა ერძი მაინც გემრიელი და ნოყიერი გამოდის. ინგრედიენტები: 3,5 ლ ხორცის ბულიონი 300 გრამი მჟავე კომბოსტო 1 ხახვი 3 ცალი კარტოფილი 200 გრამი ლორი ცოტაოდენი მცენარეული ზეთი მარილი და სუნელები გემოვნებით მომზადების წესი: პირველ რიგში ბულიონი მოხარშეთ. ძალიან გემრელი გამოდის ძროხის ხორცის ბულიონი თუმცა ქათმის ან ღორის ხორცის გამოყენებაც შეგიძლიათ. მზა ბულიონში 100 გრამი მჟავე კომბოსტო მოათავსეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და ტაფაზე მცენარეულ ზეთთან ერთად მოწვით - ნახევრად გამჭვირვალობამდე. აქვე ჩაყარეთ მორჩენილი კომბოსტო დაჭრილ ლორთან ერთად. მოთუშეთ. ბულიონიან ქვაბში გათლილი კარტოფილის ნაჭრები ჩაყარეთ. ბულიონში ცოტაოდენი შებოლილი პროდუქტიჩ ჩაყარეთ თუ მსგავსი მოგეპოვებათ. ამ შემთხვევაში კერძი ახალ გემოებს შეიძენს. ტაფის შემადგენლობა ბულიონშ ჩაყარეთ. არ დაგავიწყდეთ მათი მარილით შეზავება. ბოლო ეტაპზე კი მას ცოტაოდენი ახალი მწვანილი დაუმატეთ. ორიგინალური რასსოლნიკი მზად არის. გემრიელად მიირთვით! კონსერვატიული დიასახლისები იტყვიან, რომ რასსოლნიკი კიტრის გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ, რატომ?! აი შესანიშნავი წვნიანი რომელსაც ისეთივე მომჟავო გემო და შესანიშნავი არომატი აქვს. ეს კარგი მცდელობაა კლასიკური კერძისთვის ახლებური ვერსიის მისაღებად!
</body>
</html>
თევზის მობრაწულას განსაკუთრებული, ანტიკრიზისული რეცეპტი.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23576">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
თევზის მობრაწულას განსაკუთრებული, ანტიკრიზისული რეცეპტი.
<time class="op-published" datetime="Mon, 15 Feb 2021 16:29:52 +0300">Mon, 15 Feb 2021 16:29:52 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 15 Feb 2021 16:29:52 +0300">Mon, 15 Feb 2021 16:29:52 +0300</time>
admin
დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ არა მორიგ ტრუფელს ან ბურჟუაზიულ ხამონს, არამედ ანტიკრიზისულ თევზის მობრაწულას. სხვათა შორის მინტაის ხორცით, დიდი ხანია ამაზე ვოცნებობდი. ხუმრობის გარეშე, ეს ბიუჯეტური კერძი მარტივად მზადდება და ნამდვილად სახლურად გემრიელია. მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი და სალათისთვისაც დაგრჩებათ. ვიტამინები წლის ნებისმიერ სეზონზე საჭიროა. თევზის მობრაწულა ინგრედიენტები გამოსაცხობად: 6-7 საშუალო ზომის ხახვი 4 გაცივებული მინტაი (თავების და შიგნეულობის გარეშე) 400 გრ ახალი კარტოფილის პიურე 50 გრ რძე მარილი 4 ს/კ არაჟანი წიწაკა საკონდიტრო ტომარა ან ცელოფანის პარკი ინგრედიენტები სალათისთვის: 200 გრ კომბოსტო 150 გრ სტაფილო მარილი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი არარაფინირებული ზეთი 1,5 ს/კ შაქარი მომზადება: ხახვი გაასუფთავეთ და თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ანტიკრიზისული სამზარეულო გვაქვს, ამიტომ ხახვი არ დაგენანოთ. გახურებულ ღრმა ტაფაში ან ქვაბში საჭირო რაოდენობის მცენარეული ზეთი ჩაასხით და გახურებას დაელოდეთ. მთელი ხახვი ჩაყარეთ და მუქ ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ცოტა დამწვარივით უნდა იყოს. ბოლოს მარილი დაუმატეთ. მინტაი მოამზადეთ: თევზები შუაზე გაჭერით და ძვალი მოაშორეთ. ამას წამებში გააკეთებთ, თუ დანა საკმაოდ ბასრია. თქვენ უძვლო თევზს მიიღებთ. ახლა საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ. საცხობ ტაფას 2/სკ არაჟანი წაუსვით. ზემოდან თევზი ერთ ფენად დააწყვეთ. ზემოდან შემწვარი ხახვი მოაყარეთ და დარჩენილი 2 ს/კ არაჟანი წაუსვით. გემრიელად გამოიყურება! პიურეს მიხედეთ: რძე და პიურე აურიეთ ისე, რომ უფრო ფუმფულა გახდეს. საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ. თევზს და ხახვს ზემოდან წაუსვით. ისეთი ფენა უნდა მიიღოთ, რომლის შესწორებას ჩვეულებრივი კოვზით შეძლებთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ზეთი მოასხით. 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. მზა კერძი გამოიღეთ. სალათი ძალიან მარტივად მზადება და გემოების შესაცვლელად გვჭირდება, თან ვიტამინები ხელს არ შეგვიშლის. კომბოსტო და სტაფილო თხელ ზოლებად დაჭერით. აურიეთ, შაქარი, მარილი, ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ. სალათი მზადაა. ასეთი მობრაწულა ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძია. ხოლო სალათთან ერთად – უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ! თავად კერძი შეგიძლიათ ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოთ. მაგალითად, თევზი სხვა, მაგრამ თეთრი ხორცით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ თევზის ნაცვლად ქათმის ხორცი გამოიყენოთ. მართალია, წინასწარ უნდა მოხარშოთ. სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ ზეთისხილი, ნიახური ან მწვანილი ვაშლთან ერთად. მოკლედ, თუ ალტერნატივა გაქვთ, მხოლოდ თანახმა ვიქნებით. როგორც ყოველთვის, გემრიელად მიირთვით!
</body>
</html>
უსაფუარო პიცის ცომის რეცეპტი მცენარეულ ზეთზე
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23565">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
უსაფუარო პიცის ცომის რეცეპტი მცენარეულ ზეთზე
<time class="op-published" datetime="Wed, 30 Sep 2020 16:36:39 +0300">Wed, 30 Sep 2020 16:36:39 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 30 Sep 2020 16:36:39 +0300">Wed, 30 Sep 2020 16:36:39 +0300</time>
admin
თუ საფუარის ცომზე დროის დახარჯვა არ გიყვართ, არადა გემრიელი, სახლში გამომცხვარი პიცის ჭამა გსურთ, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოიყენეთ. „სწრაფი“ ცომი საფუარის გარეშე მზადდება. სხვათა შორის, იტალიელები პიცას სწორედ ამ რეცეპტით ამზადებენ. ამ ცომის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ საფუარიან ცომთან შედარებით უფრო სწრაფად ცხვება და პიცის მომზადებაზე ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ. სწრაფი, უსაფუარო ცომი პიცისთვის დღეს „რჩევები“ მცენარეულ ზეთზე მომზადებულ უსაფუარო პიცის ცომის რეცეპტს გიზიარებთ. თხელი და ხრაშუნა პიცა გამოგივათ! ცომის ინგრედიენტები: 1,5 ჭიქა ფქვილი 4 ს/კ მცენარეული ზეთი 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ მარილი 100 მლ წყალი მომზადება: ფქვილი გაცერით. მოსახერხებელ ჭურჭელში გაცრილი ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი კარგად აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ ღრმა თასში, სადაც ცომს მოზელთ. ნარევის ცენტრში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ, მასში წყალი და მზესუმზირას ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ) ჩაასხით. ცომი ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით მოზილეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოზილეთ. ცომი რბილი და ელასტიკური უნდა გამოვიდეს. ნახევარი საათით გააჩერეთ და შემდეგ გემრიელი და არომატული პიცის გამოცხობას თამამად შეუდექით. მითითებული ინგრედიენტებით 2-3 მმ სისქის ერთი პიცის გამოცხობას შეძლებთ. ასეთი ცომის პიცა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. ასეთი ცომით შეგიძლიათ პიცა ტაფაზეც გამოაცხოთ. რედაქციის რჩევა უმეტესობა ჩვენგანი მიჩვეულია, რომ პიცა ნოყიერი კერძია წელვადი ყველით, პომიდვრით და სხვადასხვა შებოლილი ხორცით, დესერტთან კი მას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გემრიელი ხილის პიცა მოამზადოთ, რომელიც ნებისმიერი დღესასწაულის შესანიშნავი დასასრული გახდება. „რაში მდგომარეობს გემრიელი პიცის საიდუმლო? - ვკითხე მოხუც იტალიელს პალერმოში ყოფნის დროს. „შიგთავსი“ - კიდევ ერთხელ ჩავეძიე, მან კი ეშმაკურად ჩაიცინა და მიპასუხა: „ცდებით, ქალბატონო, საქმე ცომში და მხოლოდ მასშია!“ პიცა ნამდვილად გემრიელი რომ გამოვიდეს, ცომი აუცილებლად სწორად უნდა მოამზადოთ. პიცა თავისი რეცეპტით შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ საბოლოო შედეგზე გავლენას სწორედ ცომი ახდენს. ასეთი ცომით პიცის მომზადება აუცილებლად სცადეთ, არ ინანებთ. გემრიელ და სწრაფ პიცას ზედმეტი ძალისხმევის გაწევის გარეშე მიიღებთ.
</body>
</html>
ასეთს მაღაზიაში ვერ იყიდით, განსაკუთრებული დანამატი ყველა დაუმტკბარი კერძისთვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23563">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
ასეთს მაღაზიაში ვერ იყიდით, განსაკუთრებული დანამატი ყველა დაუმტკბარი კერძისთვის
<time class="op-published" datetime="Tue, 29 Sep 2020 12:23:36 +0300">Tue, 29 Sep 2020 12:23:36 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 29 Sep 2020 12:23:36 +0300">Tue, 29 Sep 2020 12:23:36 +0300</time>
admin
ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი დაქალი ერთი დიდი გამომგონებელია. როცა სამარილე ავიღე და შიგნით მწვანე მარილი დავინახე, მაინც გავოცდი. გადარეულმა დაქალმა უბრალოდ გაიცინა და მასწავლა, როგორ მოვამზადო გემრიელი მარილი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოიფიქრა, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი გამოუვიდა! ასეთი თვითნაკეთი სანელებელი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და წვნიანებს. რა თქმა უნდა, სახლში გავიმეორე. ახლა, უნივერსალური დანამატის რამდენიმე ქილა მაქვს! ყოველდღე ვიყენებ! შინაურული მწვანე მარილი ინგრედიენტები: 200 გრ მსხვილი ზღვის მარილი 50 გრ რეჰანი 2 კბილი ნიორი 1 მწიკვი როზმარინი მომზადების წესი: პირველ რიგში, რეჰანი ოდნავ დააჭკნეთ: გარეცხეთ, გააშრეთ და 2 დღე გააჩერეთ. ნიორი შეგიძლიათ უბრალოდ დაჭრათ და რეჰანთან ერთად გააჩეროთ. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. მზა მარილი პერგამენტის ქაღალდზე თანაბრად გაშალეთ და 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით მსუბუქად გამოაშრეთ. რა თქმა უნდა, ინგრედიენტების ნაკრები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ. გსურთ, უფრო ცხარე სანელებელი? ცოტა წიწაკა დაუმატეთ. ქინძის არომატი გიყვართ? ყველაფერი თქვენს ხელშია! თქვენი კომბინაცია შეადგინეთ და გემოების და არომატების თაიგულით ისიამოვნეთ.
</body>
</html>
სამარხვო კენკრის ღვეზელი - შეიჭმება სანამ გაცივდება.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23560">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
სამარხვო კენკრის ღვეზელი - შეიჭმება სანამ გაცივდება.
<time class="op-published" datetime="Mon, 26 Aug 2019 19:17:33 +0300">Mon, 26 Aug 2019 19:17:33 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 26 Aug 2019 19:17:33 +0300">Mon, 26 Aug 2019 19:17:33 +0300</time>
admin
დღესდღეობით საკონდიტრო მაღაზიებში ნებისმიერი გემოვნების დამაკმაყოფილებელი ტორტის ყიდვა შეგიძლიათ. განა მსგავსი ტკბილეულობა სახლში გამომცხვარ, ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს შეედრება? გასაოცარი არაა, რომ კარგი რეცეპტები განსაკუთრებით პოპულარულია და ერთი დიასახლისიდან მეორეს გადაეცემა. ჩვენ კენკრის ნამცხვრის წარმატებულ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც განსაკუთრებულ ინგრედიენტებს არ მოითხოვს, სამაგიეროდ მისი გემო ყველა მოლოდინს აჭარბებს. ნაზი დესერტი გაჯერებული გემოთი და ფორთოხლის არომატით ოჯახურ ჩაის სმას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს. ცომის ინგრედიენტები: 3 ჭიქა ფქვილი 150 მლ მცენარეული ზეთი 4 ს/კ შაქარი 1 ს/კ მარილი 4 ს/კ ფორთოხლის წვენი 2 ს/კ წყალი შიგთავსის ინგრედიენტები: 2 ჭიქა კენკრა (შეგიძლიათ ხილფაფა ან სქელი ჯემი აიღოთ) 2 ს/კ სახამებელი 1 ჭიქა შაქარი მომზადების წესის სანახავად გააგრძელეთ კითხვა
</body>
</html>
მოამზადეთ ფრანგი ბერების საყვარელი ლიქიორი საკუთარი ხელით მარტივად. ძლიერი სასმელი სამკურნალო თვისებებით
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23539">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
მოამზადეთ ფრანგი ბერების საყვარელი ლიქიორი საკუთარი ხელით მარტივად. ძლიერი სასმელი სამკურნალო თვისებებით
<time class="op-published" datetime="Sat, 02 Mar 2019 20:38:36 +0300">Sat, 02 Mar 2019 20:38:36 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sat, 02 Mar 2019 20:38:36 +0300">Sat, 02 Mar 2019 20:38:36 +0300</time>
bacho
ფრანგი ბერების საყვარელი ეს ლიქიორი, რომლისთვისაც დამახასიათებელი საოცარი გემო და არომატი ალკოჰოლური სასმელების მოყვარულ არცერთ ადამიანს გულგრილს არ დატოვებს, სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრული რაოდენობით მივიღებთ. სხვადასხვა ხილის ჩირებისგან დამზადებული ეს ლიქიორი ყველაზე პრეტენზიულ გურმანებზეც კი დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს. დიდი პოპულარობა ამ სასმელმა ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში მოიპოვა, როდესაც ალქიმიკოსები ე.წ. სიცოცხლის ელექსირის მიგნებას ცდილობდნენ. ფრანგული ლიქიორი საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, თუმცა მისი გემო და არომატი იმდენად გვხიბლავს, რომ ლიქიორით სამკურნალო თერაპიის ჩატების სურვილი ყოველ საღამოს გვიჩნდება. ამ ტკბილი ალკოჰოლური სასმელის დამზადება, რომლისთვისაც სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი, რაც ისე რთულია. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. თუ ყველა ინსტრუქციას ზუსტად დაიცავთ და ამ ტექნიკით ფრანგულ ლიქიორს მოამზადებთ, თქვენ მიიღებთ საკმაოდ ძლიერ, არომატულ და სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ ალკოჰოლურ სასმელს. ფრანგული ლიქიორი ინგრედიენტები: 100 გრამი ქიშმიში 100 გრამი შავი ქლიავის ჩირი 100 გრამი ლეღვის ჩირი 100 გრამი კურაგა დარიჩინი - 1 ს.კ. ან 1 მთლიანი ჩხირი 200 გრამი შაქარი 2 ფორთოხალი 1 ლიტრი სპირტი გამომშრალი მიხაკი მომზადების წესი: კარგად გარეცხეთ ერთი ფორთოხალი, დაჭერით სქელ ნაჭრებად და თავის კანთან ერთად მოათავსეთ მინის 2 ლიტრიან ქილაში. ჩაამატეთ ქილაში დარჩენილი ინგრედიენტები, გარდა შაქრისა, სპირტისა, ქიშმიშისა და დარიჩინისა. ლიქიორი ზედმეტად რომ არ გამუქდეს, უკანასკნელი 2 ინგრედიენტი (ქიშმიში და დარიჩინი) უმჯობესია, მოათავსოთ ნაჭრის ტომარაში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადოთ სასმელში. მოცემული რაოდენობით შაქარს დაასხით სპირტი და დადგით საშუალო ცეცხლზე შაქრის სრულ გახსნამდე. ლიქიორის დასამზადებლად ადამიანების უმრავლესობა შაქარს არ იყენებს, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის ჩვენი რეცეპტის განუყოფელი ნაწილია. როდესაც შაქარი სპირტში ბოლომდე გაიხსნება, შედგით ის მაცივარში და დატოვეთ სანამ სასმელი კარგად არ გაცივდება. კარგად გაგრილებული სპირტი ჩაასხით ქილაში, რომელშიც ხილი გაქვთ მოათავსებული. მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ დარიჩინი და ქიშმიში ნაჭრის ტომრით სასმელში. შეინახეთ ლიქიორი ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად მსუბუქად შეანჯღრიეთ ის. 3 კვირის შემდეგ ძველი ფორთოხალი ჩაანაცვლეთ ახალი ხილით. მზა სასმელი დააყოვნეთ კიდევ 3 კვირის განმავლობაში. მოცემული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ მიღებული ლიქიორი. უგემრიელესი, ამავდროულად ძალიან სასარგებლო სასმელი მზად არის! ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ ფრანგული ლიქიორი, რომელიც სიძლიერით, სასიამოვნო არომატით, გემოთი და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება!
</body>
</html>
დედამთილმა უნიკალური რეცეპტი გამიზიარა... ვერ მოვასწარი ღუმელიდან გამოღება, რომ კერძი აღარ იყო!
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23517">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
დედამთილმა უნიკალური რეცეპტი გამიზიარა... ვერ მოვასწარი ღუმელიდან გამოღება, რომ კერძი აღარ იყო!
<time class="op-published" datetime="Wed, 27 Feb 2019 17:46:57 +0300">Wed, 27 Feb 2019 17:46:57 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 27 Feb 2019 17:46:57 +0300">Wed, 27 Feb 2019 17:46:57 +0300</time>
admin
კარტოფილის პიურეს, როგორც წესი ხორციანი კერძების გარნირად ამზადებენ. მაშ, რატომ არ გავაერთიანოთ ორი კერძი? რჩევები გთავაზობთ კარტოფილისა და ხორცის ფარშის შესანიშნავი მობრაწულას რეცეპტს. საჭირო მასალა: კარტოფილი 1 კგ ხახვი 1 თავი კარაქი 25 გ პილპილი და მარილი გემოვნებით საქონლის ხორცის ფარში 400 გ არაჟანი 2 ს/კ მომზადების წესი: წვრილად დაჭერით ხორცი. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი. გაატარეთ ხორცი და ხახვი ერთად. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ მარილიან წყალში. დაუმატეთ ფარშს მარილი და პილპილი და მოხრაკეთ ერთად დაფაზე. თუ ფარში ზედმეტად მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. კარტოფილს გადაუღვარეთ წყალი, დაუმატეთ კარაქი და ჩაზილეთ. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამანტი და წაუსვით ზეთი. თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე კარტოფილის პიურეს ნახევარი. შემდეგ გაანაწილეთ ფარში, ფარშის ზემოდან კი კვლავ კარტოფილი გაანაწილეთ თანაბრად. იმისათვის, რომ მარტივად გაანაწილოთ პიურე, გამოიყენეთ ხის ან სილიკონის ნიჩაბი. წაუსვით ზემოდან არაჟანი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება. გემრიელად მიირთვით!
</body>
</html>
ქართული სალათი ფეტას, წითელი ხახვისა და კიტრის მწნილისგან: მიირთვით ის, რაც თქვენია
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23456">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
ქართული სალათი ფეტას, წითელი ხახვისა და კიტრის მწნილისგან: მიირთვით ის, რაც თქვენია
<time class="op-published" datetime="Fri, 08 Feb 2019 15:14:08 +0300">Fri, 08 Feb 2019 15:14:08 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 08 Feb 2019 15:14:08 +0300">Fri, 08 Feb 2019 15:14:08 +0300</time>
MarriLoo
გინდათ ისეთი რამის მომზადება, რაც აქამდე არ გიჭამიათ? ეს სალათი სულ 15 წუთს მოითხოვს. მოამზადეთ ჩვენებური, ქართული სალათი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით. ინგრედიენტები 6 ულუფაზე 2 დიდი ზომის კიტრი, გათლილი და კუბებად დაჭრილი 1 თავი წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი მარილი და ახლადდაფქული შავი პილპილი 1/2 ჭიქა ბრინჯის ძმარი 1 ს.კ. შაქარი 1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ფეტას ყველი 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული კამა მოათავსეთ კიტრი და ხახვი დიდ ჯამში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. პატარა შუშის საზომ ჭიქაში შეურიეთ ბრინჯის ძმარი და შაქარი. მორწყეთ ძმრის მასით ხახვი და კიტრი, მოურიეთ. მჭიდროდ დაახურეთ და შედგით მაცივარში 1 საათით მაინც. მირთმევამდე მოაყარეთ ფეტა და ახალი კამა. გემრიელად მიირთვით!
</body>
</html>
"ნუთელა" ისვენებს - შინ მომზადებული ნატურალური ვაშლის კარაქი, რომელსაც არაფერი შეედრება
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23451">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>
"ნუთელა" ისვენებს - შინ მომზადებული ნატურალური ვაშლის კარაქი, რომელსაც არაფერი შეედრება
<time class="op-published" datetime="Thu, 07 Feb 2019 14:53:13 +0300">Thu, 07 Feb 2019 14:53:13 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 07 Feb 2019 14:53:13 +0300">Thu, 07 Feb 2019 14:53:13 +0300</time>
MarriLoo
დილის უმარტივესი ბუტერბროდის ფორმულა უკვე რამდენიმე ათწლეულია, არ იცვლება. რა შეიძლება იყოს კარაქიან პურზე უკეთესი? გპასუხობთ: მხოლოდ ვაშლის კარაქიანი პური! ეს არაა ტკბილი ჯემი ან მურაბა. ვაშლის კარაქი - პიკანტური წასასმელია ბუტერბროდზე ნაზი, ნაღებისა და თხილის გემოთი. ვაშლის კარაქი კლასიკურ ვაშლის კარაქს ვაშლის პიურესგან ამზადებს. თუმცა დღეს, რჩევების რედაქცია გასწავლით არომატულ ვაშლის კარაქის მომზადებას თხილით. მიუხედავად მისი კალორიულობისა, ნამდვილად არ ინანებთ ასეთი კარაქის მირთმევას დილის ჩაისთან. ინგრედიენტები 2 ც მომჟავო-მოტკბო სახეობის ვაშლი 50 გ ბერძნული კაკალი 250 გ კარაქი 1 ხახვი შალოტი ან 1 თავი ტკბილი ხახვი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი, ბეგქონდარა, რეჰანი, როზმარინი გემოვნებით მომზადება გათალეთ ვაშლები, მოაშორეთ გული და დაჭერით ლებნებად. ხახვი - წრეებად. სქელძირიან ტაფაში გაათბეთ ზეითუნის ზეტი და შეწვით ვაშლი და ხახვი დარბილებამდე. დაუმატეთ სანელებლები, მარილი და მთლიანად გააგრილეთ. დააფქვიეთ ვაშლისა და ხახვის მასა ბლენდერში და დაუმატეთ დანაყული კაკალი. მიღებული პიურე შეურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქს. მოათავსეთ ვაშლის კარაქი თავსახურიან კონტეინერში და შეინახეთ არაუმეტეს 7 დღის მანძილზე. გემრიელად მიირთვით!
</body>
</html>