ბოტანიკა - სასარგებლო რჩევები

ბარაქის ხემ ულამაზესი ყვავილობით რომ გაგახაროთ, მორწყეთ ის ამ ნატურალური სასუქებით
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23659">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ბარაქის ხემ ულამაზესი ყვავილობით რომ გაგახაროთ, მორწყეთ ის ამ ნატურალური სასუქებით

<time class="op-published" datetime="Wed, 06 Sep 2023 08:08:48 +0300">Wed, 06 Sep 2023 08:08:48 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 06 Sep 2023 08:08:48 +0300">Wed, 06 Sep 2023 08:08:48 +0300</time>

admin

ბარაქის ხე - საკმაოდ პოპულარული ოთახის მცენარე, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. მისი ასეთი პოპულარობა განპირობებული არაერთი ფაქტორით. გარდა იმისა, რომ ბარაქის ხე მართლაც საკმაოდ ლამაზი მცენარეა, მას საკმაოდ ხშირად იყენებენ თავის მოსავლელად და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბარაქის ხე ოჯახში ფინანსურ წარმატებასა და კეთილდღეობას იზიდავს, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ამ მცენარის სახელწოდებაზე. თუ გსურთ, თქვენმა მცენარემ რაც შეიძლება დიდხანს გაგახაროთ თავისი სილამაზით, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის რეგულარულად გამოკვებაზე. ამოირჩიეთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური სასუქებიდან ერთ-ერთი და მისი გამოყენებით პერიოდულად გამოკვებეთ თქვენი მცენარე, რათა ხანმოკლე დროში ყვავილობის ულამაზესი პროცესით გაიხაროთ. 3 ნატურალური, საუკეთესო სასუქი ბარაქის ხისთვის 1. საფუვრის კოქტეილი ერთ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 10 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი უბრალო შაქარი. დააყოვნეთ მიღებული ნარევი მზიან ადგილას რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ მორწყეთ თქვენი მცენარე მომზადებული სასუქით. 2. ციტრუსების ქერქი თქვენ დაგჭირდებათ 1 ლიმონისა და 2 მანდარინის ქერქი. დაასხით მათ 500 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ნარევი ბნელ ადგილას 3 დღე-ღამის განმავლობაში. მიღებული ხსნარი განაზავეთ წყალში (წყალი აიღეთ 3-ჯერ დიდი რაოდენობით) და რეგულარულად მორწყეთ თქვენი მცენარე ამ საშუალებით. 3. კვერცხის ნაჭუჭის ნაყენი 5 კვერცხის ნაჭუჭი დაფქვით ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით. მიღებულ ფხვნილს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 12 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხით მორწყეთ თქვენი მცენარე პერიოდულად, რათა გააძლიეროთ ის და უახლოეს მომავალში გაიხაროთ ყვავილობის ულამაზესი პროცესით. როგორც მოგეხსენებათ, ბარაქის ხეს ჭარბი ტენი არ უყვარს. მისი მორწყვა და გამოკვება ამ  ნატურალური სასუქებით რეკომენდებულია თვეში ერთხელ. თუ გსურთ, თქვენმა ბარაქის ხემ ლამაზი ყვავილებით გაგახაროთ, არასდროს გამოიყენოთ აზოტის შემცველი ის სასუქები, რომელთაც მაღაზიების დახლებზე ვხვდებით. ასეთი სასუქები სტიმულირებს მხოლოდ მცენარის მწვანე მასის ზრდასს და აფერხებს ყვავილობის პროცესს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რომელთაც მცენარეები და მათი მოვლა ძალიან უყვართ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

</body>
</html>

თუ სახლში ფულის ხეს (ბარაქის ხეს) ზრდით, უნდა იცოდეთ, რას რწყავთ და რატომ.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23636">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

თუ სახლში ფულის ხეს (ბარაქის ხეს) ზრდით, უნდა იცოდეთ, რას რწყავთ და რატომ.

<time class="op-published" datetime="Mon, 28 Aug 2023 10:17:50 +0300">Mon, 28 Aug 2023 10:17:50 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 28 Aug 2023 10:17:50 +0300">Mon, 28 Aug 2023 10:17:50 +0300</time>

admin

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია ოთახის პოპულარული მცენარის, ფულის ხისშესახებ, რომელიც სიმდიდრესა და იღბალს იზიდავს. იცოდით, რომ გარდა წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭისა, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა? გაგიკვირდებათ, მაგრამ ოთახის ეს ლამაზი მცენარე საკუთარი სამკურნალო თვისებებით ალოე ვერასაც კი არ ჩამოუვარდება. თუ თქვენს ფანჯრის რაფაზე ფულის ხე იზრდება, გირჩევთ, განაგრძოთ სტატიის კითხვა და შეიტყოთ საინტერესო ინფორმაცია მის შესახებ. ადამიანები, რომელთაც მისი გაზრდისა და მოვლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, აღნიშნავენ, რომ ეს მცენარე გრძნობს, როდესაც სახლში ვინმე ძლიერ ავად არის და ასეთ შემთხვევაში მისი ფოთლები გაყვითლებასა და დაჭკნობას იწყებს, თითქოს ის უარყოფით ენერგეტიკას ბოლომდე იწოვს, ხოლო როდესაც ავადმყოფი გამოჯანსაღების გზას ადგება, მცენარეც თითქოს თავიდან იბადება და ცოცხლდება. ფულის ხის სამკურნალო თვისებები 1. მსუბუქი დამწვრობის, პატარა ჭრილოების, სისხლჩაქცევებისა და გაჭიმულობის დროს წვრილ სახეხზე გახეხეთ ფულის ხის რამდენიმე ფოთოლი და მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით ზემოდან კანის პრობლემურ მონაკვეთზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ სამოქმედოდ. სახვევი შეიცვალეთ ყოველ 5 საათში ერთხელ. ასე საგრძნობლად დააჩქარებთ დამწვრობების, ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების მკურნალობის პროცესს. 2. პირველი დამხმარე მწერების ნაკბენის დროს ნებისმიერი მწერის ნაკბენის დროს დღეში 4-ჯერ წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთზე ფულის ხის ფოთლების წვენი. შეშუპება და ქავილის შეგრძნება მყისიერად გაქრება, თანაც საიმედოდ დაიცავთ თავს ჭრილობაში ნებისმიერი სახის ინფექციის შეჭრისგან. 3. პიელონეფრიტი და ცისტიტი კარგად დააქუცმაცეთ ფულის ხის 5 ფოთოლი (ბლენდერის ან სახეხის გამოყენებით), დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დააყოვნეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მზა ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ. 4. ყელის ტკივილი მცენარის 10 ფოთლისგან კარგად გამოწურეთ წვენი და ჩაამატეთ ის 300 მილილიტრ თბილ წყალში. გამოივლეთ ყელში ეს ხსნარი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ. 5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები საუზმობამდე დაახლოებით 1 საათით ადრე მიირთვით ფულის ხის ორი ფოთოლი, აუცილებლად ღეჭეთ კარგად. 6. ჰერპესი გამოწურეთ წვენი კარგად მცენარის რამდენიმე ფოთლისგან და წაისვით ის ჰერპესულ გამონაყარზე ყოველ 1 საათში ერთხელ. შეგიძლიათ ფოთლების წვენში ჩაალბოთ ბამბის დისკიც, დაიფინოთ ის კანის შესაბამის მონაკვეთზე, დაიფიქსიროთ პლასტირით და დაიტოვოთ სამოქმედოდ რამდენიმე საათით. 7. ართრიტი და ართროზი გამოწურეთ წვენი ფულის ხის 13 ან 15 ფოთლისგან და დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები, ჩამოიბანეთ კანი დილით, გაღვიძებისას. ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ. გაითვალისწინეთ, ფულის ხე შეიცავს დარიშხანს, ამიტომ მისი ბოროტად მოხმარება არ არის მიზანშეწონილი. თუ ფულის ხის ფოთლების, მათი წვენისა და სპეციალური ნაყენების შინაგანად მიღებას გადაწყვეტთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

</body>
</html>

როგორ გავზარდოთ დაფნა ფანჯრის რაფაზე
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23569">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ გავზარდოთ დაფნა ფანჯრის რაფაზე

<time class="op-published" datetime="Tue, 13 Oct 2020 18:12:43 +0300">Tue, 13 Oct 2020 18:12:43 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 13 Oct 2020 18:12:43 +0300">Tue, 13 Oct 2020 18:12:43 +0300</time>

admin

ჩვენ, ყველა წარმატებასა და დიდებაზე ვოცნებობთ, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ მისი გაზრდა პირდაპირი გაგებით ფანჯრის რაფაზე შეიძლება. საკმარისია, დაფნის ხე დარგოთ, საჭირო ფენშუის კუთხეში დადოთ და თქვენ გამარჯვებული ხართ! თუ მისტიკური სწავლებიდან სასწაულს არ ელოდებით, ამ მწვანე ხის პრაქტიკულ მხარეს დააფასებს: ხელის გაწვდენაზე ახალი არომატული ბალახი მოწყვიტეთ და პირდაპირ ბულიონით სავსე ქვაბს ან ყალმუხურ ჩაის დაუმატეთ. დაფნის ხე მარადმწვანე დაფნის ხე ან კეთილშობილური დაფნა (Laurus nobilis) ხმელთაშუა ზღვისპირეთის მთელ სანაპიროზე იზრდება. უძველესი დროიდან დაფნა სინათლის და ხელოვნების მფარველის ღმერთის, აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა. ამბობდნენ, რომ მცენარე მხატვრებს და პოეტებს შთაგონებას ანიჭებდა. ბერძნები ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით აჯილდოებდნენ. რომის იმპერიაში მსგავსი დიდება სარდლებს და იმპერატორებს ენიჭებოდათ. ფენშუის მხრივ, დაფნა ამტანობის, სიცოცხლის ძალის, საკუთარ სიმართლეში თავდაჯერებულობის და შთაგონების წყაროა. როგორც ოთახის მცენარე დაფნა ნებისმიერ შენობაში გამოგადგებათ. ბზინვარე, უხეში, დამახასიათებელი სუნის მქონე ფოთლები არა მხოლოდ სახლს გააფორმებენ, არამედ ფიტონციდებს გამოყოფენ და ბაქტერიებს და ვირუსებს კლავენ. დაფნის ფოთლების ნახარში საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და მადას ზრდის. კეთილშობილური დაფნა ფანჯრის რაფაზე 1. თესლის მომზადება აღმონაცენების ამოსვლა თბილ და გრძელ დღეებს დაემთხვას, თესლი გვიან შემოდგომას ან ადრეულ ზამთარში დარგეთ. დარგვის წინ აუცილებელია სკარიფიკაცია (მყარი წყალგაუმტარი გარსის მთლიანობის დარღვევა). ამისთვის „ბარდები“ ზუმფარის ქაღალდით გახეხეთ ან დანით დასერეთ. ამის შემდეგ თესლები რამდენიმე დღით თბილ წყალში ჩაალბეთ. როცა თესლი გასივდება, სველი ქვიშით სავსე ჭიქაში 1სმ სიღრმეზე ჩარგეთ. ფირი გადააფარეთ და თბილ და ნათელ ოთახში გასაღვივებლად გააჩერეთ, დრო და დრო ქვიშა მორწყეთ. პირველი აღმონაცენების გამოჩენისთანავე ფირი მოაშორეთ. როცა მცენარეზე 3-4 ფოთოლი გამოჩნდება, შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ. 2. კალმით გამრავლება დაფნის კალმიდან გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს. მწვანე ბუჩქს 20-25 სმ სიგრძის ტოტი მოაჭერით. 2-3 ფოთლიან კალმებად დაყავით, ქვედა ფოთლები მოაშორეთ. კალმის ბოლო ირიბად გადაჭერით და „კორნევინით“ (ფესვების ზრდის მასტიმულირებელი) დაამუშავეთ. კალმები სველი ქვიშით სავსე ჭიქაში ან ლიმონათის გადაჭრილ ბოთლში ჩარგეთ და ქილა დაახურეთ, რომ ჰაერის მაღალი ტენიანობა შექმნათ. სასურველია, კვირაში 2-3-ჯერ კალმები წყლით დანამოთ. გაფესვიანება 3-4 თვეში მოხდება. ამის შემდეგ მცენარე შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ. 3. ნერგის გადარგვა ქოთანი გაავსეთ სადრენაჟო ფენით, ხავსით, პერლიტით და 2 ნაწილი კომპოტით გაავსეთ. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მზა სუბსტრატი, რომელიც სუკულენტებისთვის არის განკუთვნილი. ქოთანი რაც უფრო დიდი იქნება, ბუჩქი მით უფრო მაღალი გაიზრდება. ახალგაზრდა ყლორტების ფესვების სისტემა ნიადაგში ფრთხილად ჩარგეთ და მიწა მოაყარეთ. გადარგვის შემდეგ დაფნის ქოთანი ისეთ ადგილას დადეთ, სადაც გაფანტული სინათლე ან ნახევრად სიბნელე იქნება. პირდაპირი მზის სინათლის ქვეშ არ დადოთ. 4. მოვლა და მოსავლის აღება ოპტიმალური ტემპერატურა – 15-20 გრადუსი ზაფხულში და 10-12 გრადუსი ზამთარში. დაფნას ნოტიო ჰაერი უყვარს. სწორედ ამიტომ, წყლით დანამეთ, თვეში ერთხელ შხაპი გაუკეთეთ ან ქოთნის ახლოს წყლით სავსე ჭურჭელი დადეთ. დარგვიდან 2 წლის შემდეგ სხვა ქოთანში გადაიტანეთ, ასე მისი ფესვები ვიწროდ არ იქნება. სწორი მოვლის პირობებში დაფნის ხე შეიძლება სიმაღლეში 2 მეტრზე მაღალი გაიზარდოს. ფოთლები ნოემბერ–დეკემბერში მოკრიფეთ. ამ პერიოდში მასში მაქსიმალური რაოდენობის ეთერზეთები შედის. ასეთი სანელებელი შეგიძლიათ მთელი წელი შეინახოთ. შემდეგ მას სიმწარე უჩნდება. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ. მაშინაც კი გამოცდილი ფლორისტი არ ხართ, მოთმინება მოიკრიფეთ და არომატული ხე სანელებელს მოგცემთ, შთაგონებას მოგანიჭებთ, თქვენს სახლს დაამშვენებს და ავი თვალისგან დაგიცავთ.

</body>
</html>

მეგობარმა მებაღემ შესანიშნავი იდეა მომაწოდა ორქიდეას გასაზრდელად - მას შემდეგ მხოლოდ ასე ვიქცევი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23423">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მეგობარმა მებაღემ შესანიშნავი იდეა მომაწოდა ორქიდეას გასაზრდელად - მას შემდეგ მხოლოდ ასე ვიქცევი

<time class="op-published" datetime="Thu, 31 Jan 2019 17:11:52 +0300">Thu, 31 Jan 2019 17:11:52 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 31 Jan 2019 17:11:52 +0300">Thu, 31 Jan 2019 17:11:52 +0300</time>

MarriLoo

ორქიდეა ნამდვილად გასაოცარი ყვავილია! უამრავი ქალისთვის, ეს მცენარე ძალიან ძვირფასი საჩუქარია და იგი ქოთანში თითქმის ყველა სახლში შეგხვდებათ. დედაჩემს, მაგალითად, 10 ოორქიდეას ქოთანი აქვს სხვადასხვა ფერის. ყველაფერი დაიწყო მომცრო ზომის ფალენოპსისის ღეროთი, რომელიც სამსახურიდან წამოიღო. ორქიდეას სიყვარული მეც გადმომედო, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ყვავილს ჩვეულებრივ ქოთანში აღარ ვზრდი, არამედ მისგან კომპოზიციებს ვაკეთებ, ვურევ სხვადასხვა სუკულენტებთან და სხვა მცენარეებთან. ორქიდეას კომბინირების იდეა სხვა ყვავილებთან ჩემმა მეგობარმა მებაღემ მომაწოდა, რომელიც ლანდშაფტური დიზაინერიცაა. მან კი, თავის მხრივ, ამ მეთოდის შესახებ ბელგიაში გაიგო. რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ ამ შესანიშნავ იდეას: ასეთი კომბინაცია ერთგვარი მდიდრული თაიგულია, რომელსაც თვალს ძლივს მოსწყვეტთ. ორქიდეა სუკულენტებთან და ბალახოვან მცენარეებთან ერთად ძალიან ეფექტურად გამოიყურება, არა? ახლა ჩემს ლამაზმანებს მხოლოდ ასე ვრგავ. ფლორარიუმისთვის ორქიდეა შესანისნავი ვარიანტია. მას ორქიდარიუმსაც უწოდებენ. ისინი მოითხოვს სპეციალური სისტემების დამონტაჟებას, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირს ამად. ორქიდეა შესაშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუ ყველაზე პოპულარული სახეობები ეგუება ოთახის პირობებს, უფრო იშვიათი სახეობები სპეციალურ პირობებს მოითხოვს. ყველაზე მარტივია ასეთი ორქიდეას გაზრდა მსგავს ფლორარიუმში. გასაოცარი სიდიადე! გახსოვდეთ, რომ ასეთი კომპოზიციების დარგვისას მცენარე უნდა შეეფერებოდეს არჩეულ ჭურჭელს. განსაკუთრებით, თუ ეს ფლორარიუმს ეხება. ასეთი კოპოზიციები საჩუქრის შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც დიდხანს გაახარებს ადამიანის თვალს. ასეთი კომპოზიციის შექმნისას მხოლოდ მინი ორქიდეა უნდა გამოიყენოთ. ეს მცენარე, როგორც წესი, სუფთა ქერქში არ იზრდება, როგორც სხვა სახეობები, არამედ ერთგვარ ბალიშში, რომელიც ხავსისგანაა მომზადებული. როგორც ხედავთ, ერთი ორქიდეა კარგია, ორქიდეების კომპოზიცია კი - უფრო უკეთესი.

</body>
</html>

მიწა საჭირო არ არის: ხახვის მოყანის ყველაზე უჩვეულო და მარტივი გზა
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23404">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მიწა საჭირო არ არის: ხახვის მოყანის ყველაზე უჩვეულო და მარტივი გზა

<time class="op-published" datetime="Mon, 28 Jan 2019 12:22:19 +0300">Mon, 28 Jan 2019 12:22:19 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 28 Jan 2019 12:22:19 +0300">Mon, 28 Jan 2019 12:22:19 +0300</time>

MarriLoo

თუ მიწასთან მუშაობა არ გიყვართ, თუმცა შინ მოყვანილ მწვანილზე უარს არ ამბობთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! არსებობს ერთი ეშმაკობა მწვანე ხახვის მოსაყვანად მიწის გარეშე. რჩევების რედაქცია გთავაზობთ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, ხახვი პირდაპირ თქვენი ფანჯრის რაფაზე, მიწის გარეშე მოიყვანოთ. მოიმარაგეთ ხახვის თავები და დავიწყოთ. როგორ გავზარდოთ ხახვი ფანჯარაზე დაგჭირდებათ დასადგამი მუყაოს შეფუთვა კვერცხისთვის თბილი წყალი ხახვის თავები მომზადება ჩაასხით დასადგამში წყალი და მოათავსეთ მასზე კვერცხის შეფუთვა. დასადგამად შეგიძლიათ პლასტმასის შესაბამისი ზომის ყუთები გამოიყენოთ. ჩარგეთ თბილ წყალში დამუშავებული ხახვის თავები თითოეულ უჯრაში. დამუშავების პროცესი მარტივია: 40 °С-იან წყალში მოათავსეთ ხახვის თავები 10 წუთით. ეს პროცედურა ხელს შეუწყობს ახალი ხახვის ზრდას. არ დაგავიწყდეთ, რომ დასადგამში წყალი მუდმივად უნდა დაუმატოთ. ხახვის ზრდა იწყება დარგვისთანაავე, ამიტომ მოსავალს მალევე მიიღებთ. მწვანე ხახვი მდიდარია თუთიითა და ვიტამინებით. როცა ორგანიზმს თუთია არ ჰყოფნის, თმა, ფრჩხილები და კანი ცუდ მდგომარეობაშია, ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია, იწყება ჰორმონალური დისბალანსი. მწვანე ხახვი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი მიკროელემენტის აღდგენაში, თანაც, ამ მწვანილით არომატული კერძების მომზადებაც შეიძლება.

</body>
</html>

მხოლოდ 1 წყლით სავსე ჭიქაა საჭირო სახლში ამ მცენარეების გასაზრდელად
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23395">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მხოლოდ 1 წყლით სავსე ჭიქაა საჭირო სახლში ამ მცენარეების გასაზრდელად

<time class="op-published" datetime="Thu, 24 Jan 2019 16:03:27 +0300">Thu, 24 Jan 2019 16:03:27 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 24 Jan 2019 16:03:27 +0300">Thu, 24 Jan 2019 16:03:27 +0300</time>

MarriLoo

ოთახის მცენარეებს ბინაში კომფორტის ატმოსფერო შემოაქვთ, სასიამოვნოა თვალისთვისაც და ჯანმრთელობისთვისაც. თუმცა, ზოგიერთ ჩვენგანს არ მოსწონს მისი გადარგვა, სასუქის გამოყენება და მორწყვა. საბედნიეროდ, არსებობს მცენარეები, რომელთა გაზრდაც მხოლოდ 1 ჭიქა წყლის გამოყენებით შეიძლება. რა არის ჰიდროფონია ესაა მცენარის ნიადაგის გარეშე გამოზრდის ვარიანტი, რომელსაც სულ უფრო ხშირად მიმართავენ გამოცდილი მებაღეები. იგი მცენარეებს საუკეთესო პირობებს უქმნის და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას. წყალში გამოზრდა შესაძლებელია ჩვეულებრივი ოთახის პირობებში - უნდა გქონდეთ წყლით სავსე ჭურჭელი, მორჩი და სასუქი. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი ჭურჭელში კვირაში 2-3ჯერ უნდა გამოცვალოთ, ხოლო სასუქი გამოიყენოთ თვეში ან თვენახევარში ერთხელ. ოქროსფერი ეპიპრემნუმი (ეშმაკის სურო) ეს ოთახიხს მცენარე მიგიზიდავთ თავისი სილამაზითა და მარტივი მოვლით. ეპიპრემნუმი ძლებს სინათლის გარეშე, თავს კარგად გრძნობს როგორც ნიადაგით სავსე ქოთანში, ისე წყალში. სუროს გასაზრდელად საკმარისია შუშის ქილა ან ჭიქა, გაფილტრული წყალი და რამდენიმე წვეთი სასუქი, შემდეგ კი ამ ხსნარში უნდა მოათავსოთ მორჩი. სუკულენტები ლამაზი და მარტივად მოსავლელი სუკულენტები არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას და კარგად გრძნობს თავს წყლით სავსე ჭიქაში. მოსახერხებლობისთვის, დაახურეთ ჭურჭელს საკვები ცელოფანი და გააკეთეთ ხვრელი მცენარისთვის. ასევე გაზრდით კაქტუსებსაც - გაავსეთ ქოთანი თიხის ღორღით და მოათავსეთ იგი წყლით სავსე ჭურჭელში. ბამბუკი ტროპიკული წყლის ლილიის ეს სახეობა სუსტი განათების პირობებშიც კარგად გრძნობს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბამბუკის გაზრდა წყალში უფრო მარტივია, იგი ნიადაგშიც ხარობს. მოსაყვანად გამოიყენება მაღალი ჭიქა, რომელშიც დეკორატიული ქვები უნდა მოათავსოთ. გიაცინტი ყვავილის გაზრდისთვის მომზადება რთულია, თუმცა ეს ძალისხმევა ნამდვილად დაგიფასდებათ. პროცედურამდე ბოლქვები რამდენიმე კვირის მანძილზე ცივ ადგილას უნდა შეინახოთ, შემდეგ გაავსოთ ლარნაკი წყლით ისე, რომ ფესვები ოდნავ ეხებოდეს სითხეს. ტიტა დაუჯერებელია, მაგრამ ამ ულამაზესი ყვავილის გაზრდაც შეიძლება ჭიქაში. ამისთვის უნდა შეარჩიოთ ქვიშის საათის ფორმის ლარნაკი. ფსკერზე მოათავსეთ წვრილი ღორღი, შემდეგ გაავსეთ ჭურჭელი წყლით, ხოლო ბოლქვი მოათავსეთ ლარნაკის ყელში ისე, რომ წყალი მხოლოდ ფესვებს ეხებოდეს. არ ჩააგდოთ ბოლქვი სავსე წყალში - დაჭკნება. სტაფილო გინდათ რაღაც სასარგებლო და ახლაი? მოათავსეთ სტაფილოს ზედა ნაწილი წყლით სავსე კონტეინერში. მწვანილი, რომელიც ბოსტნეულზე გაიზრდება, შეგიძლიათ კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ. პეკინური კომბოსტო ეს ბოსტნეული არამხოლოდ გემრიელი და სასიამოვნოა, არამედ მისი გაზრდა მარტივია საშინაო პირობებში. ამისთვის საკმარისია კომბოსტოს ქვედა ნაწილის აღება და წყლით სავსე თასში მოთავსება.

</body>
</html>

ოთახის კურკუმა ორქიდეის მსგავსი ყვავილებით - მოვლა თითქმის არ სჭირდება, თვისებებით კი უნიკალურია
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23366">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ოთახის კურკუმა ორქიდეის მსგავსი ყვავილებით - მოვლა თითქმის არ სჭირდება, თვისებებით კი უნიკალურია

<time class="op-published" datetime="Wed, 16 Jan 2019 18:29:19 +0300">Wed, 16 Jan 2019 18:29:19 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 16 Jan 2019 18:29:19 +0300">Wed, 16 Jan 2019 18:29:19 +0300</time>

MarriLoo

როცა კურკუმას მხოლოდ სანელებლის დანიშნულებას აღარ მიანიჭებთ და შეხედავთ მას, როგორც სამკურნალო მცენარეს, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ უნდა გაზარდოთ იგი სახლის პირობებში. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კურკუმას 175-ზე მეტი დადებითი ფიზიოლოგიური და 600 თერაპიული და პროფილაქტიკური თვისება აქვს. მისი გაზრდა დახურულ ოთახში სირთულეს არ წარმოადგენს. იყიდეთ ბოლქვი და მიუდექით მისიას სერიოზულად. ზოგადად, გაზრდას 10 თვე სჭირდება. მოსავალი კი მაშინ უნდა აიღოთ, როცა ყვავილები გაყვითლდება და ხმობას იწყებს. მაშ ასე, სად და როგორ გავზარდოთ კურკუმა. კუკუმა: დარგვა და მოვლა ნიადაგი: შეიძლება კურკუმას გაზრდა, თუ ხელთ არ გაქვთ ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი? დიახ, რადგან ეს მცენარე პრეტენზიული არაა. ოპტიმალური ნიადაგის მომზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ტორფის, მარცვლეული ნიადაგისა და მდინარის ქვიშის შეერთებით თანაბარი პროპორციებით. ქოთანი საუკეთესო ვარიანტია კერამიკული ქოთანი. საქმე "მსუნთქავ" სტრუქტურაშია, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა მცენარისთვის. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ კერამიკული ქოთანი თითქმის ყველა სახის ინტერიერს უხდება. განათება კურკუმას გაზრდის დროს მოარიდეთ მცენარე მზის პირდაპირ სხივებს, ოღონდ არ დამალოთ ჩრდილში. იდეალური გადაწყვეტილებაა გაფანტული შუქი და ულტრაიისფერი ნათურები. თუ მცენარეს სინათლე არ ჰყოფნის, ყვავილები ძალიან უფერული გახდება. მორწყვა ნიადაგის ტენიანობა არ უნდა იყოს 60%-ზე ნაკლები. მორწყეთ კურკუმა ნახევარი ჭიქა წყლით 2-3 დღეში ერთხელ. ფოთლებს უნდა შეასხუროთ წყალი შხეფიანი ბოთლით. 7 დღეში ერთხელ ჩადეთ მცენარე ქოთნით თბილ წყალში, ოღონდ წყალი არ უნდა შეეხოს ფოთლებსა და ყვავილედებს.

</body>
</html>

როგორ მივაღწიოთ ორქიდეას მაქსიმალურ აყვავებას: ცნობილი ბოტანიკოსის რჩევები
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23176">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ მივაღწიოთ ორქიდეას მაქსიმალურ აყვავებას: ცნობილი ბოტანიკოსის რჩევები

<time class="op-published" datetime="Mon, 03 Dec 2018 16:41:56 +0300">Mon, 03 Dec 2018 16:41:56 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 03 Dec 2018 16:41:56 +0300">Mon, 03 Dec 2018 16:41:56 +0300</time>

MarriLoo

ორქიდეა პრეტენზიული ყვავილია, რომელსაც განსაკუთრბეული მოვლა სჭირდება. თუმცა, იგი ნამდვილად არაჩვეულებრივად გიხდით მადლობას მოთმინებისთვის: ყვავილობს 6 თვემდე და გახარებთ სილამაზით. იმისათვის, რომ მცენარე განვითარდეს, აუცილებელია პირობათა კომბინაცია: კარგი ნიადაგი, საკმარისი რაოდენობის წყალი, ჰაერის მისაღები ტემპერატურა, შესაბამისი განათება და სასუქი. ორქიდეას მოვლა ქოთანში როგორ მოვრწყოთ ორქიდეა ამ ყვავილს არ უყვარს წყალი. საკმარისია, კვირაში ერთხელ მორწყოთ წელიწადის ცხელ ნაწილში, ორ კვირაში ერთხელ - ცივ სეზონებზე. ჰყოფნის თუ არა მცენარეს წყალი - ამას მისი ფოთლები გიჩვენებთ. არასაკმარისი წყლის შემთხვევაში, ყვავილის ფოთლები დაიწყებს დანაოჭებასა და დაჭკნობას, ჭარბი მორწყვის შემთხვევაში - გაღიავებას. თუ ორქიდეა გაყვითლდა, ესეიგი ზედმეტად ბევრი წყალი აქვს. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს გაფილტრული ან წამოდუღებული და აუცილებლად თბილი - დაახლოებით 25°C. განათება ორქიდეისთვის ყვავილს მკვეთრი, გაფანტული შუქი უყვარს. ყველაზე კარგი ვარიანტია მისი მოთავსება იმ ფანჯრის რაფაზე, რომელიც სამხრეთ ნაწილშია, არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ფანჯრისგან შორს, ბნელ ადგილას. თუ განათება არასაკმარისია, ყვავილის ფოთლები გაშავდება, კვირტები - ჩამოცვივდება. ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა ორქიდეას ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო ტროპიკებია, სადაც ჰაერის ტენიანობა 50-80%-ს აღწევს. იმისათვის, რომ შესაბამისი პირობები შექმნათ ბინაშიც, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. ზაფხულში კი ყოველდღე უნდა შეაშხეფოთ წყალი მცენარეს. სასურველია დილით, რათა წყალი მზის ჩასვლამდე აორთქლდეს. სასუქი ეს მცენარე ჩვენთვის უჩვეულო ნიადაგზე - ფიჭვის ქერქზე ცხოვრობს. მას ყიდიან ყვავილების მაღაზიაში და, ხშირად, მას თან აყოლებენ ყვავილისთვის აუცილებელ კომპონენტებს: ხავსს, ხის ნახშირს, ტორფსა და გვიმრის ფესვებს. ასეთ სუბსტრატში ყვავილი ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. ორქიდეა, გადარგვის შემდეგ, ჩვეულებრივ, უფრო სწრაფად აყვავდება.

</body>
</html>

ფერადი და გრაფიკული - გემოვნებით შეფერადებული თიხის ქოთნები
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23068">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ფერადი და გრაფიკული - გემოვნებით შეფერადებული თიხის ქოთნები

<time class="op-published" datetime="Fri, 16 Nov 2018 21:40:31 +0300">Fri, 16 Nov 2018 21:40:31 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 16 Nov 2018 21:40:31 +0300">Fri, 16 Nov 2018 21:40:31 +0300</time>

sunny

ორფერად შეფერადებული ტერაკოტის ქოთნების დასამზადებლად დაგჭირდებათ: ქოთნები, სპირტის სითხე, ჩვარი, არკილის საღებავები და ფუნჯები. ქოთანი კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და გააშრეთ. მთლიანად შეღებეთ ერთი ფერის საღებავით და ისიც გააშრეთ. ამის შემდეგ, მშრალი ქოთანი დააპირქვავეთ და ზევიდან ჩამოაცვით სხვა ქოთანი, რომლის ზომაც უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა დონიდან გსურთ სხვა შეფერილობის ზოლის გაკეთება ან შეღებეთ პირადპირ ფუნჯით. დაპირქვავებული ქოთნის მომზირალი ადგილი შეღებეთ განსხვავებულ ფრად, კარგად გააშრეთ და ორფეროვანი ტერაკოტის ქოთანი მზად არის. გრაფიკული ტერაკოტა ტერაკოტის ერთფეროვანი ქოთნების ოქროსფრად ან ბრინჯაოსფრად შესაფერადებლად დაგჭირდებათ: ქვესადგამიანი ტერაკოტას ქოთანი, თეთრი და ბრინჯაოსფერი ან ოქროსფერი საღებავები, საიზოლაციო ლენტი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი და ფუნჯები. გასუფთავებული ქოთანი და ქვესადგამი შეღებეთ თეთრი საღებავით და კარგად გააშრეთ. წინასწარ განსაზღვრეთ სავარაუდო გრაფიკული კონტურები ისე, რომ მათ შორის დარჩეს სათანადო შესაღები ადგილი. ფანქრით და სახაზავით მკრთალად მონიშნეთ. მიაწებეთ საიზოლაციო ლენტი და შეღებეთ ოქროსფრად ან ბრიჯაოსფრად. დაელოდეთ საღებავის კარგად გაშრობას, მოაცილეთ საიზოლაციო ლენტი და ქოთანიც მზად არის.

</body>
</html>

მცენარეებით გაფორმებული ხის ვერტიკალური კედელი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23035">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მცენარეებით გაფორმებული ხის ვერტიკალური კედელი

<time class="op-published" datetime="Tue, 13 Nov 2018 17:12:32 +0300">Tue, 13 Nov 2018 17:12:32 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 13 Nov 2018 17:12:32 +0300">Tue, 13 Nov 2018 17:12:32 +0300</time>

sunny

ხის ვერტიკალური კედლის დასამზადებლად დაგჭირდებათ: წინასწარ შეკრული მართკუთხედის ფორმის ყუთი, სქელი ფირფიცარი, ჩარჩოს შესაკვრელი ხის მასალა, ხერხი, ლურსმნები, ჩაქუჩი, ელექტრო ბურღი, სახაზავი,საიზოლაციო ლენტი, კუთხეების გამოსაყვანი, ფერადი საღებავის აეროზოლი, ერთნაირი ზომისა და ფორმის 9 ცალი პლასტმასის ქოთანი, ქოთნების დასამაგრებელი ხრახნიანი კაუჭები, ერთი ცალი აგური, მიწის სუბსტრატი და მცენარეები ან მწვანილეულობა. გაზომეთ მართკუთხედის ფორმის ყუთის სიგანე და ამის მიხედვით გამოჭერით სქელი ფირფიცარი. დადეთ ჰორიზონტალურად. ანალოგიურად გამოჭერით ფირფიცარის ზომის ჩარჩოს შესაკვრელი მასალაც. ჩარჩოს მასალა ააწყეთ ჰორიზონტალურად დადებული ფირფიცრის კიდეებზე და წვრილი ლურსმნებით ისე მიაჭედეთ, რომ მიიღოთ სიმეტრიული კუთხეები აცდენების გარეშე. მზა მართკუთხედის ფორმის ყუთის ძირში ჩადეთ აგური. ჩარჩოიანი ფირფიცარი წამოაყენეთ, ჩადგით იმავე ყუთში ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები, ლურსმნებით დააფიქსირეთ და მთლიანად შეღებეთ სასურველი შეფერილობის საღებავით. საღებავის გაშრობამდე მოამზადეთ პლასტმასის ქოთნები. თითოეული ქოთნის პირზე დააკარით საიზოლაციო ლენტი, გადაზომეთ ცენტრი და ბურღით დაიტანეთ თითო ნახვრეტი. კარგად გამშრალ ხის კონსტრუქციაზე დაიტანეთ ცხრა ან თქვენთვის სასურველი ოდენობის წერტილი ისე, რომ ქოთნები თანაბრად განაწილდეს და ელექტრო ბურღით გახვრიტეთ წერტილების მონიშვნის ადგილები. ფირფიცარზე არსებულ ნახვრეტებში დაამაგრეთ კაუჭები და ზედ დაკიდეთ ქოთნები. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მზა კონსტრუქცია გადაიტანეთ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას. მართკუთხედის ფორმის ყუთში და ქოთნებში ჩაყარეთ სადრენაჟო მასალა, მიწის სუბსტრატი და ჩარგეთ დეკორატიული მცენარეები, ბალახეულობა ან მწვანილეულობა.

</body>
</html>

თიხის ან თუნუქის ჭურჭლის მოზაიკური დეკუპაჟი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23034">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

თიხის ან თუნუქის ჭურჭლის მოზაიკური დეკუპაჟი

<time class="op-published" datetime="Tue, 13 Nov 2018 16:36:23 +0300">Tue, 13 Nov 2018 16:36:23 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 13 Nov 2018 16:36:23 +0300">Tue, 13 Nov 2018 16:36:23 +0300</time>

sunny

თიხის ან თუნუქის ჭურჭლის ზედაპირზე მოზაიკის შესაქმნელად დაგჭირდებათ: წინასწარ გასუფთავებული ჭურჭელი, ზუმფარა, ცემენტის ნაზავი ან კაფელის წებო, კერამიკული ნაწარმის ნამტვრევები, დეკორატიული ცემენტი, ღრუბელი, მცირე ზომის ქაფჩა, ლილვაკი და ლაქი. სასურველი ჭურჭლის გარეთა კედლები საგულდაგულოდ დააზუმფარეთ, ცემენტის ნაზავით ან კაფელის წებოთი დააწებეთ კერამიკული ჭურჭლის ნატეხები ისე, რომ დაწებებულ ნაწილებს შორის დარჩეს ფართო ნაპრალები და დაელოდეთ შრობას. ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ დეკორატიული ცემენტის ნაზავი, ნახელავის მთლიანი ზედაპირი საგულდაგულოდ გაპოხეთ და ამოავსეთ ყველა ნაპრალი. მთლიანი ქოთნის ზედაპირი მაშინვე გაწმინდეთ ნოტიო ღრუბელით და მოაცილეთ ჭარბი ცემენტის ნარჩენები. ნახელავის სრულყოფისა და სიპრიალისთვის ქოთანი დაფარეთ 2-3 ფენა ლაქით, რომლის სრული შრობის შემდეგ იგი მზად არის ექსპლუატაციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ნახელავზე არსებული ნაპრალების ამოვსება გსურთ სხვა ფერის დეკორატიული ცემენტით, მაშინ დეკორატიული ცემენტის ნაზავის მომზადებისას გამოიყენეთ სპეციალური პიგმენტი, რომლის მცირე ოდენობით ულუფებით დამატებისას აუცილებლად მიიღებთ სასურველი სიმკვეთრის შეფერილობას.

</body>
</html>

რეკომენდაციები თუ როგორ ვიყიდოთ საუკეთესო ჯიშის ვარდის ბუჩქი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23011">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

რეკომენდაციები თუ როგორ ვიყიდოთ საუკეთესო ჯიშის ვარდის ბუჩქი

<time class="op-published" datetime="Sat, 10 Nov 2018 18:41:01 +0300">Sat, 10 Nov 2018 18:41:01 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sat, 10 Nov 2018 18:41:01 +0300">Sat, 10 Nov 2018 18:41:01 +0300</time>

sunny

არსებობს ვარდის ათობით ჯიში, ბაღში მათი დარგვა თითქმის ყველგან არის შესაძლებელი, შეძენაც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული რეკომენდეაციები, რომლებიც მცენარეების ყიდვისას დაგეხმარებათ საუკეთესო ჯიშის ვარდების შერჩევაში. გზა წარმატებისკენ ყიდვამდე კარგად განსაზღვრეთ ადგილი, თუ სად დარგავთ. ყიდვისას ფასზე უკან არ დაიხიოთ, მთავარია ხარისხი. რა ფორმით შევიძინოთ ვარდი შიშველი ფესვებით. როდესაც მიწაში გაზრდილ ვარდს ფოთლები დასცვივა, მას ნიადაგიდან ამოიღებენ, გაკრეჭენ და წყლის ავზში მოათავსებენ. უპირატესობა ის არის რომ მიწაზეა მოყვანილი, არც ფასი აქვს მაღალი (შეფუთვის ღირებულება არ ემატება). ჩვეულებრივ, ამ ვარდის შეძენა შეგიძლიათ ნოემბრიდან მარტამდე. თუმცა ხანდახან იყიდება ოქტომბრის დასაწყისშიც. ასეთ შემთხვევაში ფოთლები ხელოვნურად აქვს შემოცლილი, რაც არ არის კარგი. ამიტომ, უპრიანია, იყიდოთ ნოემბრიდან. პოლიეთილენის პარკში. ეს პირველი შემთხვევის ნაირსახეობაა. მცენარის ყიდვა შესაძლებელია შემოდგომიდან ზამთრის ბოლომდე. ეს ვარდიც შიშველი ფესვებით იყიდება. მაგრამ ფესვები გახვეული აქვს ტორფში, მთლიანი მცენარე კი პოლიეთილენის პარკშია. ყურადღებით იყავით, იმ მაღაზიებში, სადაც გათბობაა ჩართული, ვარდმა შეიძლება კვირტები გამოიღოს პარკშივე. ასეთი კვირტები კი ზამთარს ვერ გადაურჩება. ქოთანში. ქოთნის ვარდების ყიდვა და დარგვა ყველა სეზონეა შესაძლებელი. წინა ორ შემთხვევას ეს არ ეხება, თუმცა ნუ იყიდით ისეთ ვარდს, რომელმაც დიდი ხანი გაატარა ქოთანში. მისი ფესვები ხშირად მჭიდროდ არის გადახლართული ერთმანეთში.

</body>
</html>

როგორ დავრგოთ ბზის ბორდიური
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23010">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ დავრგოთ ბზის ბორდიური

<time class="op-published" datetime="Sat, 10 Nov 2018 17:50:36 +0300">Sat, 10 Nov 2018 17:50:36 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sat, 10 Nov 2018 17:50:36 +0300">Sat, 10 Nov 2018 17:50:36 +0300</time>

sunny

არსებობს ბზის მრავალი სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან, სხვა მახასიათებლების გარდა, ზრდის ტემპითაც განსხვავდებიან. მაგალითად, Buxus suffruticosa - ს გასაზრდელად დიდი დრო და, დაახლოებით, 5-6 წელიწადს ანდომებს 30 სმ სიმაღლესა და 15 სმ სიგანის ბორდიურის წარმოქმნას. სამაგიეროდ, ძალიან ადვილია მისი მოვლა, რადგან გასხვლა მხოლოდ წელიწადში ერთხელ სჭირდება. Buxus sempervirnes -ის შემთხვევაში, იმისათვის, რომ 40 სმ სიმაღლის ბორდიური მიიღოთ, მცენარე წელიწადში ორჯერ უნდა გასხლათ. ამ მცენარეების შეძენა შეგიძლიათ პატარა ქოთნებით. იმ შემთხვევაში თუ გრძელი ბორდიურის შექმნა გსურთ, დასარგავად უფრო ხელსაყრელი იქნება ბელტიანი მცენარეები, რადგან მათ დაყოფას ადვილად შეძლებთ. ამოთხარეთ ბარის ტარის სიგანისა და 30 სმ სიღრმის ორმო. მიწის დრენაჟის გასაუმჯობესებლად ორმოში ჩაყარეთ წვრილი მიწა, რომელსაც შერეული ექნება პუცოლანი და ორგანული სასუქი. დარგეთ მცენარეები კამათლის ხუთიანის განლაგებით. ნუ დაიზარებთ, რაც შეიძლება, ღრმად ჩარგოთ მიწაში, რათა უკეთსად ჩაფესვიანდნენ და ძლიერ მცენარეებად განვითარდნენ. იცით, თუ არა, რომ... არსბობს დარგვის კიდევ ერთი ძველებური წესი. რომელსაც ფრანგი მებაღეები იყენებდნენ ფართო თხრილში მცენარეები ისე დააწვინეთ, რომ მათი ტოტები მარაოსავით იყოს მიწაზე გაშლილი. ბორდიურის პერპენდიკულარული მიმართულებით. შემდეგ მიწა ისე დააყარეთ მცენარეებს, რომ მხოლოდ მათი ტოტების ნაწილი გამოჩნდეს. თავდაპირველი ეფექტი არცთუ ისე შთამბეჭდავია, სამაგიეროდ დრო გავა და თქვენ ერთგვაროვანი და ლამაზი მწვანე ბორდიური გექნებათ.

</body>
</html>

შექმენით ნამდვილი შედევრი უბრალო პლასტმასის ქოთნისგან
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23003">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

შექმენით ნამდვილი შედევრი უბრალო პლასტმასის ქოთნისგან

<time class="op-published" datetime="Fri, 09 Nov 2018 17:26:45 +0300">Fri, 09 Nov 2018 17:26:45 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 09 Nov 2018 17:26:45 +0300">Fri, 09 Nov 2018 17:26:45 +0300</time>

sunny

ადამიანთა უმეტესობის განწყობას არაფერი არ ამაღლებს ისე, როგორც ინტერიერის კაშკაშა და მომხიბვლელი აქსესუარი. უბრალო პლასტმასის ქოთნისგან კი ნამდვილი შედევრის შესაქმნელად დაგჭირდებათ: ქოთანი, სამი ფერის კრეპის ქაღალდი (ახლოს მყოფი ფერთა გამით), დასაგრუნტი მასალა, საღებავი, ფუნჯი, წებო და ქარვისფერი ლაქი. პლასტმასის ქოთანი დაგრუნტეთ ჩვეულებრივი სამხატრო გრუნტით, თუმცა გაცილებით უმჯობესია თუ გამოიყენებთ სპეციალურად პლასტმასისითვის ან ავტომანქანებისთვის განკუთვნივ დასაგრუნტ მასალას. გრუნტის გაშრობამდე, ჩვეულებრივი, გოფრირებული კრეპის ქაღალდები დახიეთ საშუალო ზომის ნაკუწებად. მშრალი ქოთნის გარეთა ზედაპირზე დაიტანეთ წებო ემულსიის მცირე ნაწილი და ასე ეტაპობრივად დაიწყეთ ნაკუწების გარკვეული თანმიმდევრობით მიწებება. თუ მიწებების დროს ქაღალდის პირები ერთმანეთზე გადავიდა, არ ინაღვლოთ. მთლიანად შემოწებებული ქოთანი დაახლოებით 2 სთ-ის განმავლობაში დადგით გასაშრობად. წვრილი ფუნჯით და საღებავით გამოყავით ნაკუწებს შორის საზღვრები. არ არის აუცილებელი ერთი სისქის ხაზების დახატვა. პირიქით, ასიმეტრიულობა დამატებით ბუნებრივ ელფერს შესძენს ნამუშევარს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი, მთლიან ქოთანს გადაუსვით 2 ფენა ქარვისფერი ლაქი, დაელოდეთ სრულ შრობას და ქოთანი მზად არის ექსპლუატაციისთვის. კრეპის ცისარტყელა მხიარული, ცისარტყელას ფერებით დეკორირებული საყვავილე ქოთნის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ქვესადგამიანი ტერაკოტის ქოთანი, ფერადი კრეპის ქაღალდები, წებო ემულსია, მაკრატელი, ფუნჯები, ღრუბელი და ლაქი. წებო ემულსია განაზავეთ წყალში (პროპორცია 1:2). ფერადი კრეპის ქაღალდები დაჭერით სასურველი ზომის ზოლებად. ტერაკოტის ქოთანს ეტაპობრივად, ფუნჯით წაუსვით წებო ემულსიის წყალხსნარი, ფრთხილად დააფინეთ და იგივე წებო ემულსიის წყალხსნარში დასველებული ფუნჯით ან ღრუბელით მიაწებეთ კრეპის ქაღალდები ისე, რომ არ წარმოქმნას ნაკეცები ან ჰაერის ბუშტები. მთლიანად შემოწებებული ქოთანი დადგით გასაშრობად. ანალოგიურად, კრეპის ქაღალდები მიაწებეთ ქვესადგამს და ისიც გააშრეთ. მშრალ ქოთანს და ქვესადგამს კი წაუსვით 2-3 ფენა ლაქი, რომლის შრომის შემდეგ, ქოთანი მზად არის ექსპლუატაციისათვის.

</body>
</html>

კავალერის მკერდზე დაბნეული გულსამშვენის დამზადება არც თუ ისე რთულია...
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23002">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

კავალერის მკერდზე დაბნეული გულსამშვენის დამზადება არც თუ ისე რთულია...

<time class="op-published" datetime="Fri, 09 Nov 2018 16:29:31 +0300">Fri, 09 Nov 2018 16:29:31 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 09 Nov 2018 16:29:31 +0300">Fri, 09 Nov 2018 16:29:31 +0300</time>

sunny

კავალერის მკერდზე დაბნეული ცოცხალი ყვავილი მართლაც, რომ განსაკუთრებული სამშვენია, რომლის დამზადება არცთუ ისე რთულია. დაგჭირდებათ: წებო, ფანქარი, მაკრატელი, ბასრი დანა, პლასტმასი, სილიკონი, სამაგრი, ქოთანი და მცენარე. პოლიმერული თიხისგან გამოძერწეთ სასურველი ზომისა და ფორმის ქოთანი, გამოწვით აერღუმელში და მინი-სახერხით შუაზე გაყავით. ქოთნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი, შეფერადებული სათითე. ანალოგიური ხელსაწყოს არ ქონის შემთხვევაში კი, შესაძლებელია გამოიყენოთ ხერხი დანა. ქოთნის ერთი ნახევარი დადეთ პლასტმასის ნაჭერზე, შემოხაზეთ კონტურები და შემოჭერით. ასე გამოჭერით ნაჭერი, რომელზეც შემდგომ მიამგრებთ სამაგრს. ქოთნის ნახევარს ცხელი სილიკონით მიაწებეთ პლასტმასის გამონაჭერი, ხოლო მას კი - ნაჭრის გამონაჭერი. სინესტის თავიდან აცილების მიზნით, მინიქოთანში ჩააფინეთ ცელოფანი, ჩაყარეთ სუბსტრატი და გადარგეთ მცირე ზომის მცენარე. გულსაბნევიც მზად არის.

</body>
</html>